მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების გაყიდვების ტენდენცია და განვითარების პოტენციალი - დეველოპერის თვალით (რ)

ბლოქსი
27.11.23 08:25
527

ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პანდემიის დროს ერთიანად გაიზარდა და შემდეგ კლებაში წავიდა ეკონომსეგმენტის მოთხოვნა; სხვადასხვა გარემოებებმა თუ რეგულაციებმა გამოიწვია ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საცხოვრებელ სახლებზე; ამ ფაქტორებმა გამოიწვია დღეისათვის პრემიუმ კლასის ბინებზე მოთხოვნის ზრდა - ბუნებრივია მაღალ ღირებულებაში შესაბამისი ხარისხისა თუ კომფორტის მიღების მოთხოვნა გაიზარდა.

გაყიდვების ტენდენციებზე რეალურ დროში დეველოპერული კომპანია ბლოქსი საუბრობს - ჩვენს კომპანიას პროექტები თბილისის სხვადასხვა უბნებში აქვს - როგორც პრემიუმ, ასევე საშუალო ბიუჯეტიანი კომპლექსები. რეალურ დროში ძალიან დიდია მოთხოვნა პროექტებზე, რომელიც დამატებით ბენეფიტებსა და ჯანსაღ ინფრასტრუქტურას სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენი გამოცდილებით დღეს ყველაზე დიდი პოტენციალი თბილისის გარეუბნებსა და შემოგარენშია. ამ ტერიტორიაზე განსხვავებული, თანამედროვე და უმაღლესი სტანდარტებით აშენებული ნაგებობების ნაკლებობაა, ხოლო მოთხოვნა დიდი; შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ჩვენი პროექტები ისეთი ინფრასტრუქტურით, რაც ამ ლოკაციებისათვის დამახასიათებელი არ არის და დამატებით კომფორტს შეუქმნის მცხოვრებლებს.

ურბანული განვითარება უფრო და უფრო მიიწევს მაღალი სტანდარტებისაკენ, რაც კიდევ უფრო აძვირებს მშენებლობის პროცესს. ამ ეტაპზე მოსალოდნელია ბაზარზე უძრავი ქონების ფასის დასტაბილურება გარკვეული პერიოდით, თუმცა ახლო მომავალში კიდევ შესაძლებელია ველოდოთ ბაზარზე ფასის მატების კიდევ ერთ დიდ ტალღას. 2024 წელი სწორედ ის პერიოდია როცა გარკვეული დროით მიმდინარე საფასო მაჩვენებლები და მოთხოვნა შენარჩუნდება, შესაბამისად ყველაზე სწორი დროა ინვესტირებისათვის.

"ბლოქსმა" ქვეყნის მასშტაბით 4 ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყო. თბილისის სამ ახალ საცხოვრებელ განაშენიანებასთან ერთად, გუდაურში სასტუმროს მშენებლობაც იწყება, სადაც მომხმარებლებს სასტუმრო ნომრებში ინვესტირების საშუალება ექნებათ.

სწორედ ზემო ხსენებულ მოთხოვნებზეა მორგებული "ბლოქსი დიღომი", "ბლოქსი დიდი დიღომი" და "ბლოქსი ვარკეთილის" მიმდინარე პროექტები.

უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით აგებული თანამედროვე არქიტექტურის პარალელურად, ჩვენ მუდმივად ვადაპტირდებით მომხმარებლის ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებთან და ვთავაზობთ მათ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და დამატებით სერვისებს მეტი კომფორტისთვის, რაც მნიშვნელოვანია, როგორც საცხოვრებლად, ასევე, საინვესტიციოდ. კომერციული სივრცეები, უსაფრთხო, დაცული ტერიტორიები, გამწვანებული გარემო საბავშვო მოედნებით კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და კომფორტულს ხდის პროექტების ინფრასტრუქტურას. მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები კი უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მშვიდი, უსაფრთხო და ჰარმონიული საცხოვრებლის გარემოს შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები