მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უძრავი ქონების პროსპექტი” - კონფერენცია 27.09.24 - “სამშენებლო & დეველოპერული სექტორების მიმოხილვა”

27 სექტემბრის გაიმართება ღონისძიება, რომელსაც "ბიემჯი" აორგანიზებს "შერატონ მეტეხი პალასში", საღამოს 19.00 საათზე, ანუ შემდეგ პარასკევს, სადაც ჩვენს პარტნიორ კომპანია "პროსპექტთან" და "თიბისი კაპიტალთან" ერთად შედგება კონფერენცია, რომელიც სამშენებლო და დეველოპერულ სექტორებს ეხება, არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო გამოწვევებს. "თიბისი კაპიტალი", როგორც მთავარი პარტნიორი, წარმოადგენს მიმოხილვას ინდუსტრიებში არსებული ვითარების შესახებ, ცხადია იქნება პანელური დისკუსია, სადაც დარგის ლიდერები და მნიშვნელოვანი მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას. ამ კონფერენციის პარტნიორები და სპონსორები ასევე არიან შერატონი, არქი, სიმეტრია, მაქსთერმი, ემ კვადრატი, ციტადელი და ტექნოჯიმი. საქმიანი საზოგადოება კარგად უწყის ჩვენი პროექტის "უძრავი ქონების პროსპექტის" შესახებ, რომელიც უკვე 2 წელიწადია ყოველ ხუთშაბათს გადის ჩვენს ეთერში, მას ჩვენი ავტორი თათია ჩაფიჩაძე და ჩვენი პარტნიორი კომპანია "პროსპექტის" მმართველი პარტნიორი, გუგა კობახიძე უძღვებიან. თავად ამ ტელეპროექტს, რომელიც 27 სექტემბერს დაგეგმილი კონფერენციის და დაჯილდოების ცერემონიალის მთავარი მასპინძელია, გვერდში უდგანან ისეთი კომპანიები, როგორიცაა ალიანს ჯგუფი, ტექტო გრუპი, ბენე კომფორტი და ჯეტექსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები