მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების რომელ სეგმენტში სჯობს ინვესტირება? - RE/MAX Capital-ის რჩევები

თბილისი

უძრავი ქონების რომელ სეგმენტში სჯობს ინვესტირება? – „ინვესტორის ბიუჯეტს გააჩნია“ - ასე უპასუხა RE/MAX Capital-ის დამფუძნებელმა დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას.

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ზრდას მიგრანტების ეფექტის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელებს, ამიტომ სექტორი ინვესტირებისთვის მიმზიდველი არის და დარჩება.

„ხშირად მეკითხებიან - სად სჯობს ინვესტირება და ასეთ დროს კითხვას უკან ვაბრუნებ - რამდენია თქვენი ბიუჯეტი, რომლის ინვესტირებაც შეგიძლიათ, რადგან იმ ბიუჯეტიდან გამომდინარე, რა თანხის ინვესტირებასაც ვაპირებთ, შეიძლება, საუკეთესო ვარიანტი შეირჩეს.

პირველი: თუ ბიუჯეტში არ ხართ შეუზღუდული, ვფიქრობ, კაპიტალიზაციის ინდექსი, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია, ყველაზე მაღალი კომერციულ ფართებს ექნებათ, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში, რადგან თუ რამე გლობალური შოკი არ მოხდა, რაც უძრავი ქონების ბაზარზე და ზოგადად, ეკონომიკაში რყევებს გამოიწვევს, იმდენად მცირდება ახალი ფართების აშენებისთვის მიწები და ქალაქის ცენტრში ურბანულ განვითარებას არ ველოდებით, კომერციული ფართები ყოველთვის უფრო სტაბილურად გაქირავდება, მაგრამ მათი ფასი მაღალია, ამიტომ იჯარიდან ამონაგებიც დაბალია;

მეორე: ინვესტირებისთვის შემდეგი კარგი სეგმენტი არის საოფისე ფართებში ინვესტირება; ეს შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რადგან პანდემიის შემდეგ, მოლოდინი იყო, რომ საოფისე სეგმენტი ვერ იმუშავებდა და გაყიდვები არ იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საოფისე ფართებზე უფრო დაბალი ფასია სტაბილურადაა გაქირავებული; თან აქტივის მოვლა-პატრონობა უფრო იაფი ჯდება.

მესამე: თუ შედარებით მცირე ბიუჯეტი გაქვთ, სასურველია, საცხოვრებელ უძრავ ქონებაში ინვესტირება“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა და იქვე დასძინა, რომ საინვესტიციოდ მიმზიდველია მიწაც, რომლის ფასი სტაბილურად, მაგრამ ნელა იზრდება.

საქსტატის მონაცემებით, თბილისში, მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, წლიურად კი - 15.6%-ით, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, უძრავი ქონების ფასის ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები