26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით და Fiabci Georgia-სთან პარტნიორობით უძრავი ქონების და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული გაიმართება. კვირეული ერთ სივრცეში სამ ღონისძიებას გააერთიანებს და მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო დეველოპერული კომპანიები,რომლებიც ამ სამი დღის განმავლობაში სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობენ უძრავი ქონების ყიდვის მსურველებს.
სტუმრები: რესან ქიქავა - "ექსპოჯორჯიას" დირექტორი;
თეონა თავაძე - "ექსპოჯორჯიას" გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი