მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-მ ალბანეთთან მატჩში დარღვევების გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა

ფეხბურთი
02.11.24 20:55
1401

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ ალბანეთთან საშინაო მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო დააჯარიმა.

საქართველო თბილისში ალბანეთთან მატჩში 0-1 დამარცხდა.

UEFA-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანი ჯარიმის ოდენობა 56 ათას ევროს შეადგენს. ჯარიმის ყველაზე დიდი კომპონენტი - 30 ათასი ევრო უკავშირდება ფაქტს რომ თამაშზე ფანებმა პიროტექნიკა ისროლეს. ამავე დარღვევისთვის წესდება კიდევ ერთი სანქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემდეგ საშინაო მატჩზე 2000 სკამი ცარიელი უნდა იყოს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შედის და ამ მხრივ საქართველოს ეძლევა გამოსაცდელი 2-წლიანი ვადა.

14 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა საქართველოს სტადიონის საჯარო გასასვლელების ბლოკირების გამო.

12 ათასი ევრო დაეკისრა საქართველოს იმის გამო, რომ ქომაგები ფეხბურთელებსა და მსაჯს ლაზერს ანათებდნენ.

შეგახსენებთ, ალბანეთი-საქართველოს მატჩზე მაყურებლის ქცევისთვის დაჯარიმდა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციაც. Ალბანეთის შემთხვევაში ჯარიმის ოდენება 41 250 ევროა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები