მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-მ ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევისთვის რამდენიმე კლუბი დააჯარიმა

უეფასგან სანქცირებულები

უეფა-მ “ჩელსი”, “ასტონ ვილა”, “ბარსელონა”, “ლიონი” და “რომა” დააჯარიმა. სასჯელი ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევას ეხება და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გუნდებს კონკრეტულ მიზნები დაუსახა, რომელთა ვერ მიღწევის შემთხვევაშიც, მეტის გადახდა მოუწევთ.

“ჩელსი” ჯარიმის სახით, 20 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 11 მილიონი დაემატება - საერთო ჯამში - 31 მილიონი. ამასთან, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ლონდონელებმა UEFA-სგან დასახულ მიზნებს რომ ვერ მიაღწიონ, შესაძლოა, სასჯელი 80 მილიონამდე გაიზარდოს.

“ბარსელონას“ შემთხვევაში სასჯელი 15 მილიონი ევროა. იმ შემთხვევაში თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კატალონიელებმა UEFA-ს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს შესაძლოა, კიდევ 45 მილიონის გადახდა მოუწიოთ.

ბირმინგემის “ასტონ ვილას” ჯარიმამ 11 მილიონი ევრო შეადგინა (პირობითი 15 მილიონი), ხოლო “რომას” 3 მილიონი ევრო.

სანქციები UEFA-სგან შეეხო “ლიონსაც”, რომელსაც 12.5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ეს ფრანგული კლუბისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დაქვეითებას ალბათ ვერ გადაურჩება.

გიორგი მიქაუტაძის გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს და 10 ივლისს, კლუბის ფინანსურ მდგომარეობას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური ორგანო შეამოწმებს. თუ “ლიონი“ დამნაშავედ ცნეს, აპელაციას არ დაუკმაყოფილებენ. L’Equipe-ის მიხედვით, “ლიონს“ 100 მილიონის განთავსება მოუწევს ანგარიშზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები