პორტუგალიური გამოცემა Relevo, აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც UEFA-მ შესაძლოა საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ფედერაციები დასაჯოს.
მიზეზი ამ ორი ქვეყნის ნაკრებების შემადგენლობაში ნატურალიზებული მოთამაშეების სიმრავლეა, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ ადგილობრივი ჩემპიონატებსა და კლუბებში. საქართველოს ნაკრებში 8 ბრაზილიელი, ხოლო სომხეთში შვიდი ბრაზილიელი და ორი რუსი ირიცხება.
გამოცემის ცნობით, უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტი, პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპულ ფუტსალში ნატურალიზაციის წესის გამკაცრების გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.