მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"UEFA-ს ან FIFA-ს მიერ თანხის გადმორიცხვისას ფედერაციებზე კანონი არ ვრცელდება და არაკომერციულ პირებზე ვრცელდება?!" - გოცირიძე

საფეხბურთო აგენტების შემოსავლები

UEFA-ს, ან FIFA-ს მიერ თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში ფედერაციებზე კანონი არ ვრცელდება და არაკომერციულ პირებზე - ვრცელდება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან კითხვით მიმართა დეპუტატებს, რატომ არის ეს ნორმა სწორი.

„ორი ფედერაციის პრეზიდენტია აქ [კომიტეტის სხდომაზე] და მათი აზრიც საინტერესოა. თუ ეს კანონი ასე ძალიან კარგია, მოითხოვონ ამ შეღავათის გაუქმება. UEFA-მ, FIFA-მ ან რომელიმე სპორტულმა ფედერაციამ რომ გადაურიცხოს ჩვენს სპორტულ ფედერაციას ფული, ამ შემთხვევაში ეს კანონი არ ვრცელდება, მაგრამ არაკომერციულ იურიდიულ პირს რომ გადაურიცხოს ფული, მაშინ უცხოური გავლენის აგენტი იქნება? რა განსხვავებაა? FIFA-დან წამოსული ფულის ორ სხვადასხვა სუბიექტზე ჩარიცხვისას, ერთზე მოქმედებს კანონი, მეორეზე არა?“, - მიმართა დეპუტატმა მომხსენებელს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე მომხსენებელმა გივი მიქანაძემ თქვა, რომ რომან გოცირიძის ფორმულირება ტყუილია.

„ბატონო რომან, თქვენი ნათქვამი არ არის სწორი, ეს არის ტყუილი. FARA-საც აქვს გამონაკლისები და იქ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები ასევე ამორიცხულია ამ რეესტრიდან. რატომ არის გამონაკლისი ადმინისტრაციული ორგანოები, ააიპ-ები და ჩამოთვლილი გამონაკლისის სახით - სახელმწიფო რა თანხებსაც იღებს სხვა ქვეყნებიდან თუ ორგანიზაციებიდან, ყველა ეს თანხა არის გამჭვირვალე და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. ეს არის თანხები, რომელიც მიედინება ბიუჯეტში, ბიუჯეტის ნაწილი ხდება და შესაბამისად, გამჭვირვალეა. ასე რომ, აქ სიტუაცია სხვანაირია“, - თქვა მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები