საფრანგეთში უეფას წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების ყოველწლიურ შეკრებაზე მრავალი საკითხი განიხილეს, რომელთა შორისაც რუსეთის ასაკობრივი ნაკრებების ევროპულ ტურნირებზე დაბრუნებაც იყო, თუმცა 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
ინიციატივა საბერძნეთის მხარემ, კერძოდ, მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხრისტოსომოს გაგაცისმა წამოაყენა, რომელსაც ბოსნია-ჰერცეგოვინას, ყაზახეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს. შედეგად სიტყვით გამოვიდა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო, რომელმაც რადიკალური განცხადებები გააკეთა და გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
ცნობილია, რომ გაგაცისი სანამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდებოდა მანამდე კლუბ “პაოკის” გენერალური მენეჯერი იყო, რომელსაც რუსი ივან სავიდი ფლობს.