უელსში კოვიდინფიცირებულებისთვის თვითიზოლაციის პერიოდი 10-დან 7 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, სიახლე მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეეხებათ, ვისი covid-ტესტიც მე-6 დღის შემდეგ ორჯერ უარყოფითი იქნება.
ცვლილება ძალაში ახალი წლის ღამიდან შედის და არა 5 იანვრიდან, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი. საგულისხმოა, რომ თვითიზოლაციის 7-დღიანი პერიოდი ინგლისში 22 დეკემბრიდან მოქმედებს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაშიც დღეიდან ანუ 31 დეკემბრიდან შევა ძალაში.
რაც შეეხება შოტლანდიას, აქ covid-ინფიცირებულები ამ დრომდე კვლავ 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას გადიან.
ამასთან, ინფიცირებულ მოქალაქეებს ტესტები თვითიზოლაციის მე-6 და მე-7 დღეებში უტარდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, პაციენტები თვითიზოლაციაში ისევ დარჩებიან.