მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო კურსები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის პიარსა და მარკეტინგში

5e7a11c32b793
თელარა გელანტია
24.03.20 17:55
4207
მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ნათია სირაბიძე თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს პიარსა და მარკეტინგში, ასევე პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებაში უფასო კურსებს სთავაზობს.

კურსი სრულიად უფასოა და ნებისმიერს შეეძლება დარეგისტრირება და ონლაინ მოსმენა. 

როგორც ნათია სირაბიძემ bm.ge-ის უთხრა, თუ კი მსმენელი სერტიფიკატს მოინდომებს, მან მცირედი (5 ლარის ოდენობით) დახმარება უნდა გაუწიოს რომელიმე ოჯახს ან მარტოხელა მოხუცებულს.

"დღეს საქართველოში უმრავლესობა თვითიზოლაციაშია და ბევრი თავისუფალი დრო აქვს, მათ შორის სწავლისთვის. ცნობილი უნივერსიტეტებიც სთავაზობენ ადამიანებს უფასო კურსებს, მაგრამ ყველამ ინგლისური ამ დონეზე არ იცის, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა მსურველებისთვის და პოზიტივისკენ მოგვემართა ჩვენი ფიქრები", - ამბობს ნათია სირაბიძე.

ცნობისთვის: ნათია სირაბიძე გახლავთ ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს ავტორი; 15 წლის მანძილზე ასწავლიდა ამერიკასა და საქართველოს უნივერსიტეტებში. აქვს 10-წლიანი გამოცდილება პიარის და მარკეტინგის მიმართულებით საჯარო და კერძო დაწესებულებებში მუშაობის. არის თანამედროვე მედია მენეჯმენტის მაგისტრი (SSE), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF) და ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
27 მარტი - პოზიტიური აზროვნება: https://forms.gle/JwRREtQQZpPpQQy78 
28-29 მარტი - პიარის ისტორია და განვითარება: https://forms.gle/iYRmsUYWgmbC5q9i6    
30-31 მარტი - მანიპულაციის ტექნოლოგიები: https://forms.gle/s2wuhJdVKrKeJn6V7 
2-3 აპრილი - ეფექტური გაყიდვები: https://forms.gle/RzbmWGMYtmB1dJLK9 
4 აპრილი - სოციალური ქსელების მართვა: https://forms.gle/WPEKAus5Az9uVdwP7 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები