მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

”უფასო სასადილოებით” გამდიდრებულთა სქემა - თაღლითობა & სისტემური კორუფცია - ეპილოგი / 05.04.2026

გასულ კვირეულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა. საკითხი ეხება უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც მუნიციპალიტეტები აფინანსებენ საქართველოში. სასამართლო პროცესზე,ყველა პირმა მათ შორის ვინც ქვეკონტრაქტორი კომპანიების დირექტორები იყვნენ,დანაშაული აღიარეს. კერძოდ კი ის, რომ ისინი მიღება-ჩაბარების აქტებში აფიქსირებდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს გაეწია კვებითი მომსახურება, რის შედეგადაც ისინი თაღლითურად ითვისებდნენ თანხებს.გუშინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა ეს თუ არ ვცდები 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ნიშნავს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა. ანუ: სასამართლო პროცესზე, 5 ვე კომპანიის წარმომადგენლებმა დანაშაული ერთხმად აღიარეს. კერძოდ კი ის, რომ ისინი მიღება-ჩაბარების აქტებში აფიქსირებდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს გაეწია კვებითი მომსახურება, რის შედეგადაც ისინი თაღლითურად ითვისებდნენ თანხებს. ეს კი ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ 100 უპოვარს და მოხუცებულს კვებავდნენ სახელმწიფო თანხებით, რეალურად მიღება ჩაბარების აქტები მაგალითად, 150 მოხუცი და უპოვრის გამოკვებაზე იწერებოდა. და სახელმწიფოც, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ამ მიღება ჩაბარების აქტებს, ადასტურებდა და კომპანიებს შესაბამის თანხას უხდიდა. ჯამში, სახელმწიფოს დღევანდელი ძალოვანების პრეტენზია ამ კომპანიების და 5 პირის მიმართ თანხაში არის გამოხატული: 3 529 000 ლარი. დიახ, ვციტირებ: პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.იცით, აქ რომ არ ყოფილიყო ამ პირების მიერ დანაშაულის აღიარება ალბათ მარტივ თემაზე ვისაუბრებდით სისტემური კორუფციის შესახებ საქართველოში, როცა უზნეოები ფულს მოხუცებულებზე და უპოვრებზე აკეთებენ,მერე ალბათ, ოჯახების სადღეგრძელოებს მიირთმევენ ოჯახებში, დარწმუნებული ვარ ეკლესიებსაც აშენებენ და მეზობლებშიც,კარგი სახელი აქვთ, როგორც ჩვენს წითელ საზოგადოებას შეეფერება.აქ სხვა თემა მინდა ვთქვა, მილიონ დოლარზე მეტი, მარტო ერთი სქემიდან რომ არის მოპარული,და იმ ხალხს, გირაოთი უშვებთ,რატომ სხედან ციხეში ისინი ვისი დანაშაულიც არავის და ვერავის უხილავს რუსთაველზე დარბევიდან მოყოლებული? რა ახალი ტიპის გენეტიკური კოდი ჩაიდო საქართველოს მორიგ ანტიკორუფციულ ღონისძიებებში რომ ვერაფრით მოვიშალეთ სამართლის და სიმართლის გავრცელება ყველაზე ერთნაირად?შერჩევის გარეშე. აგერ, მნიშვნელოვანი სტუმარი ჩამოგვივიდა მეზობელი ქვეყნიდან და ყურებზე დადგა სისტემა,მთელი ღამე იმუშავეს და კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გააძევეს საქართველოდან ძღვნად და პატივისცემის ნიშნად მეზობელი ქვეყნის ლიდერის და ფაქტობრივად,ჩვენი მენტორის მიმართ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები