ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ჩატარების თარიღი გამოაცხადა.
სამხედრო ძალების აღლუმზე აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა თარიღად საკუთარი დაბადების დღე 14 ივნისი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბრძოლები პირდაპირ თეთრი სახლის ეზოში შედგება.
UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის განცხადებით ორგანიზაცია თეთრი სახლის სამხრეთ გაზონის ბალახის შესაცვლელად $700 ათას დახარჯავს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპსა და უაითს შორის ურთიერთობა 2000 წლიდან იწყება, როდესაც ატლანტიკ სიტიში მდებარე ტრამპის “ტაჯ-მაჰალი” იმ დროს აშშ-ში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი იყო, რომელიც მზად იყო UFC-ის ღონისძიებებისთვის ემასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს თეთრი სახლის ღონისძიების დღეს 14 ივნისს დონალდ ტრამპს 80 წელი შეუსრულდება.




























