18 თებერვალს, UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს.
ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება. ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების გამოცემა mmafighting.com-ის და Yahoo Sport-ის მიხედვით, თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი მიიღო. და ცხადია, ეს მხოლოდ ცალკეული წყაროებზე დაყრდნობით - ინტერნეტში იპოვით ინფორმაციას იმის თაობაზეც, რომ იუფსის ჩემპიონების ანაზღაურები სხვდასხვაგვარია და ფანების რაოდენობაზე, ბრძოლის მაყურებლების რაოდენბაზე და გამოხმაურებებზე დაყრდნობით, ის მინიმუმ ნახევარი მილიონიდან იწყება და ზევით. ბარაქა და ჯანმრთელობა ბიჭებო, მადლობა თქვენ და თქვენს ოჯახებს ქართველობის ასეთი გაბედნიერებისთვის.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და გამორჩეეულად გავლენიანი ადამიანის, მარკ ცაკერბერგის ინსტრაგრამში განთავსებული ამბავია, სადაც მარკ ზაკერბერგმა, ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გამარჯვება უყურადღებოდ არ დატოვა და Instagram სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართველ მებრძოლს გამარჯვებას ულოცავს.