მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უგულშემატკივრე ტატო გრიგალაშვილს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი
30.07.24 12:09
1456
სტატიაში საუბარია:

„ჯუდო უბრალოდ სპორტი არ არის, ეს ცხოვრების სტილია. აქ სულ უნდა ცდილობდე რომ განვითარდე, შენს თავს აჯობო“, - ტატო გრიგალაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე 30 ივლისს, 12:00-18:00 საათამდე შუალედში იასპარეზებს.

2022-2023 წლების ევროპის საუკეთესო ჯუდოკად წოდებული ტატო გრიგალაშვილი დიდების ასაკობრივ კატეგორიაში 24 მედლის მფლობელია. მას მიღებული აქვს 12 ოქროს, 5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი.

20 წლის ასაკში გახდა პირველი ევროპის ჩემპიონი, 2 წელიწადში კი მოიპოვა პირველი მსოფლიო ჩემპიონის წოდებაც. თუმცა, ეს მისი მიღწევების მხოლოდ ნაწილია.

პირველი ნაბიჯები ჯუდოში

ტატო გრიგალაშვილი ხაშურში დაიბადა, 5 წლიდან კი ქარელში ჯუდოში დაიწყო ვარჯიში. მალევე, 6 წლის ასაკში პირველი, ბრინჯაოს მედალი 21 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

საბავშვო კატეგორიაში მრავალი გამარჯვების შემდეგ ასპარეზობა უკვე დიდების კატეგორიაში დაიწყო.

მან 2018 წელს, 18 წლის ასაკში ანტალიის გრან პრის ფარგლებში, პირველი მედალი (ბრინჯაო) დიდების კატეგორიაში მიიღო.

შემდეგ კი იყო პირველი ოქროს მედალი 2019 წელს, რომელიც ბუდაპეშტის გრან პრის შეჯიბრებაზე 19 წლის ასაკში მოიპოვა.

ევროპის საუკეთესო ჯუდოკა

ტატო გრიგალაშვილი 2022 და 2023 წლებში ევროპის საუკეთესო ჯუდოკად დასახელდა. ასევე, 2023 წელს საუკეთესო ჯუდოკას წოდება მიიღო ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან.

ის საკუთარ წონით კატეგორიაში საუკეთესოდ არის მიჩნეული, რასაც მის მიერ ბოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მოპოვებული სამი გამარჯვება მოწმობს.

ამასთან, ტატო გრიგალაშვილი ბოლო 5 წლის განმავლობაში 3-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილი არის სამგზის ევროპის და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი.

ის არის ისტორიაში პირველი ქართველი ჯუდოკა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

„ბრძოლის წინ როდესაც შენი ქვეყნის დროშას უყურებ განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება, მზად ხარ შენი ქვეყნისთვის, მისი გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო, მაგრამ არაფერია იმაზე საამაყო და სასიამოვნო, როდესაც ბრძოლის შემდეგ გაისმება შენი ქვეყნის ჰიმნი - ეს უკვე შენი გამარჯვება კი არა, ქვეყნის გამარჯვებაა“, - ამბობს ტატო გრიგალაშვილი.

უგულშემატკივრე ტატო გრიგალაშვილის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები