მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უინსტონ ჩერჩილის ნახატი აუქციონზე $1.3 მილიონად გაიყიდა

უინსტონ ჩერჩილი

უინსტონ ჩერჩილის ნახატი "მარაქეში"(1935) კანადაში აუქციონზე $1.3 მილიონად გაიყიდა.

უინსტონ ჩერჩილს ბევრი იცნობს, როგორც ცნობილ პოლიტიკოს, რომელმაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბევრი გააკეთა მსოფლიოსა და თავისი ქვეყნისთვის. ჩერჩილს ორჯერ ეკავა პრემიერ მინისტრის თანამდებობა და 60 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, თუმცა ცოტა იცნობს მას, როგორც მხატვარს.

მარაქეში (1935)

ჩერჩილმა 40 წლის ასაკში დაიწყო ხატვა და 48 წლის განმავლობაში 500 ტილო შექმნა. მან თქვა, რომ "...ექსპერიმენტმა საბავშვო სახატავი ნაკრებით მომდევნო დღეს ზეთის საღებავებავებამდე მიმიყვანა".

მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილი საკმაოდ დიდ დროს უთმობდა ჰობის, როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ის ნახატების გამოფენას, მან უპასუხა, რომ "ნახატებს ფასი არ აქვს, მათში ღირებული მხოლოდ ისაა, რომ ცნობილი პიროვნების მიერაა დახატული".

ჩერჩილის შეფასება სწორი აღმოჩნდა, რადგან უდავო ნიჭის მიუხედავად, სწორედ ავტორის ვინაობის გამო დღეს მისი ნახატები საკმაოდ ძვირად იყიდება.

კუტუბიის მეჩეთის კოშკი

ჩერჩილის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია, "კუტუბიის მეჩეთის კოშკი", მისი ერთადერთი ომისდროინდელი ნახატი, რომელიც მან კასაბლანკას კონფერენციის შემდეგ შექმნა და ფრანკლინ რუზველტს გადასცა საჩუქრად. ნახატის საბოლოო ღირებულებამ 2021 წელს Christie's-ის აუქციონზე 8.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი ($11.5 მილიონი) შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები