მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკანასკნელ თვეებში საქართველო-ევროკავშირს შორის მაღალი დონის შეხვედრები არ ყოფილა - ჰერჩინსკი

ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის შეხვედრები არ ყოფილა.

ელჩმა ჟურნალისტებთან აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის სახელმწიფოს ერთობლივი პროექტის - "საარჩევნო კომპასი საქართველო 24" - ოფიციალურ გახსნაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის ევროკავშირის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების, ანტიევროპული ნარატივის, პროპაგანდის საპასუხოდ, ევროკავშირმა ივნისში გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა მაღალი დონის კონტაქტი მთავრობასთან.

„მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა შიდა განხილვა წევრ სახელმწიფოებთან, როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ არამეგობრულად ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები