მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკანონო მშენებლობებზე 2017 წლიდან 82 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა - თბილისის მერი

62036e6247681
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.22 11:42
931
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გახდა, ქალაქში უკანონო მშენებლობებზე 82 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა. ამის შესახებ მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ამ განცხადებით კალაძემ ოპონენტებს უპასუხა, რომლებიც მერიაც უკანონო მშენებლობის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს.

„4 წლის განმავლობაში, 2017 წლიდან, რაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში 4 200 სამართალდარღვევა დაფიქსირდა და გამოწერილია 82 მლნ ლარის ჯარიმა. წინა ხელისუფლების პირობებში 3 500 დარღვევა იყო გამოვლენილი და მხოლოდ 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა.

ეს არის იმის გამოვლენა, როგორ ვებრძვით უკანონო მშენებლობებს და არასდროს ამაზე თვალს არ დავხუჭავთ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში გაწერილი ჯარიმების მოცულობაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკას ის არ მიიღებს.

„2014-2017 წლებში დავით ნარმანიას მერობის პერიოდში 3 400 დარღვევა გამოვლინდა და დაიწერა 19 მლნ ლარის ჯარიმა.
როდესაც ამ არსებულ პრობლემას წავაწყდით, მაშინვე დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და 50 000 ლარამდე გაიზარდა უკანონო მშენებლობისას აღმოჩენილი დარღვევებზე ჯარიმა. ამიტომ არ მივიღებ კრიტიკას ქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით“, - განმარტა თბილისის მერმა.