გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოავლინეს. კახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა 42 ფაქტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 39 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 22; აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს 29 ფაქტი, შავი ზღვის დაცვისკონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა - 12 ფაქტი, ხოლო თბილისში - 19 ფაქტი დაფიქსირდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
http://www.speqtri.ge/samarthali/article/29989-2018-tsels-kakhethshi-ukanono-thevztceris-42-faqti-dafiqsirda.


































