მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა აშშ-გან კიდევ $275 მლნ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს

635b82f8ba77c
მარიამ ვარადაშვილი
28.10.22 11:23
368
აშშ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად სამხედრო დახმარების ახალ, 275 მლნ დოლარიან პაკეტს ამზადებს. წყაროზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს იარაღსა და HIMARS-ის სისტემას. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ სამხედრო დახმარებას უკრაინა მალე მიიღებს.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, რასაც კრემლი ჯერ კიდევ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ თითქმის 17.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. სააგენტო ასევე წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინაში გაგზავნოს HAWK-ის ტიპის საჰაერო სისტემაც, რათა ქვეყანამ ირანში წარმოებული უპილოტო დრონებისგან დაიცვას თავი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები