მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ევროკავშირისგან 3.4 მილიარდ ევროს მიიღებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

კონფერენცია

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, უკრაინა ივნისი-ივლისის პერიოდში ბლოკისგან 3.4 მილიარდი ევროს დაფინანსებას მიიღებს, საიდანაც 1.5 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან გამოიყოფა, 1.9 მილიარდი კი - the Ukraine Facility-ის პროექტიდან.

ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი თავად გადაიხდის თავისი დანაშაულებისთვის. ევროპული საბჭო ჯერ კიდევ 21 მაისს შეთანხმდა, რომ გაყინული რუსული სუვერენული აქტივები უკრაინის დასახმარებლად დაიხარჯებოდა - წლიურად 2.5-დან 3 მილიარდამდე ევრო მთლიანად მოხმარდება კიევის სამხედრო საჭიროებების დაფინანსებას.

ცნობისთვის, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა $300 მილიარდამდე ოდენობის რუსული აქტივები ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინეს.

EU წლის დასაწყისში ასევე შეთანხმდა უკრაინისთვის სესხის სახით 33 მილიარდი ევროს, ხოლო გრანტის სახით 17 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომელიც Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. გეგმის თანახმად, კიევმა უკვე მიიღო 4.5 მილიარდი ევრო მარტში, 1.5 მილიარდი ევრო კი - აპრილში. პროგრამის ფარგლებში 2024 წლის განმავლობაში უკრაინა ჯამში 16 მილიარდ ევროს მიღებს.

კონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები