გასულ კვირაში საერთაშორისო მედია წერდა სამხედრო იარაღის შესაძლო ერთობლივი წარმოების დაწყებაზე უკრაინის ტერიტორიაზე - თემა, პრეზიდენტმა ზელენსკმა და სხვა მაღალჩინოსნებმაც აიტაცეს როგორც უკრაინის ასევე შეერთებული შტატების სამთავრობო ადმინისტრაციებიდან. რა არის რეალობა, ამას ვცდილობდით გაგვერკვიე რამდენიმე დღის მანძილზე, რადგან მიგვაჩნია რომ დასრულებული ლენდ ლიზის და სხვა სამხედრო დახმარების პროექტებს შორის, ეს გამორჩეული თემაა, მით უმეტეს, თურქებიც აპირებენ მომავალში უკრაინაში ბარაქტარის წარმოების ჩადგმასაც. თუმცა, ვიდრე ბაირაქტარების წარმოება დაიქოქება, ვნახოთ რამდენად რეალურია ამერიკელების და უკრაინელების ერთობლივი ძალისხმევა თანამედროვე სამხედრო ინდუსტრიის ამოქოქვაზე უკრაინაში?


































