მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ისრაელურ განგაშის სისტემას ნერგავს

6458f11abf514
მარიამ ვარადაშვილი
08.05.23 17:30
752
ისრაელში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, ადრეული შეტყობინებების სისტემები კიევში უკვე იტესტება და ორ თვეში ქალაქში მისი გამოყენება დაიწყება. ისრაელში წარმოებული სისტემები მოქალაქეებს მეტ დროს მისცემთ შესაძლო თავდასხმამდე თავი დაცულ ადგილს შეაფარონ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა უკრაინას უარი უთხრა იარაღის გადაცემაზე, განგაშის სისტემის განვითარებაში დახმარება 2022 წლის ოქტომბერშივე აღუთქვა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ელჩი ევგენი კორნიჩუკმა Reuters-ს უთხრა, რომ სისტემა უკრაინას ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ამოცნობის საშუალებას მისცემს. ამასთან, კიევს ასევე შეეძლება განსაზღვროს ამ რაკეტების/დრონების საბოლოო დანიშნულება, რათა დაკეტოს ქვეყნების ის ნაწილი, რომელთაც უშუალო საფრთხე ემუქრება.

მას შემდეგ, რაც სისტემა სრულად დაინერგება, უკრაინას შეეძლება იმ ტერიტორიის მაცხოვრებლები გააფრთხილოს, რომლებიც პირდაპირ არიან რუსული რაკეტებისა თუ დროების თავდასხმის ობიექტები. ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სპეციალურ აპლიკაციას გადმოწერენ, განგაშის შეტყობინებას ტელეფონში იღებენ, თუმცა აპლიკაცია ატყობინებს მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უშუალოდ თავდასხმის ზონაში იმყოფებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები