მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა მზადაა, მოხალისეებს იარაღი დაურიგოს– მინისტრი

62174694c9970
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 12:55
749
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, იარაღით უზრუნველყოს ის მოქალაქეები, რომლებსაც უკრაინის ჯარის დახმარება შეუძლიათ. ამის შესახებ განცხადება უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„პატივცემულო კოლეგებო-თანამემამულეებო! მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი ჯარი დაუმარცხებელია. უკრაინა ტოტალური თავდაცვის რეჟიმზე გადადის.
ის, ვინც მზადაა და იცის, როგორ დაიჭიროს იარაღი, ახლავე შეუძლია რეგიონში არსებულ ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდეს.
იარაღის მისაღებად ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადებს უშუალოდ თქვენს რეგიონებში უნდა მიმართოთ. თან მხოლოდ პასპორტი უნდა იქონიოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები