შვედეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა შვედური ავია და ავტომწარმოებლის, Saab-ის იმ ქარხანაში გაიმართა. იქ, სადაც მოიერიშე თვითმფრინავი JAS 39 Gripen-ი და სხვა თავდაცვითი შეიარაღება იწარმოება.
უკრაინისა და შვედეთის ლიდერებმა გრძელვადიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი შეხვედრის შემდგომ, შვედეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა სურვილი უკრაინასთვის ავიაგამანადგურებლის მიწოდების შესახებ. კერძოდ, საუბარია 100-150 ერთეულ Gripen E ტიპის ავიაგამანდგურებლებზე. მხარებიე იმედოვნებენ, რომ შეკვეთის განხორციელება მომდევნო წლის პირველ ნახევარში მოესწრება.




























