გასული წლის მონაცემებით, უკრაინამ საკუთარი ეკონომიკის მესამედი შესწირა სამამულო ომსა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მისი შემოსავლები მეტწილად სრულად დასავლეთის დახმარებაზეა ჩამოკიდებული. უკრაინა, უახლოეს დღეებში, სავალუტო ფონდისგან ვალუტის მხარდასაჭერად და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის დამატებით 900 მლნ დოლარს შეივსებს. უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი ფონდებით გამოდიან - მარტო დანიის გადაწყვეტილება რად ღირს, რომელიც ფაქტობრივად სრულად, მის საკუთრებაში არსებულ საარტილერიო და მძიმე ტექნიკის არსენალს უკრაინას გადასცემს. რაც შეეხება, ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას, აქ ვითარება უფრო რთული და სიღრმისეულია. რუსეთი სრულად ეწყობა სამხედრო ეკონომიკის მოდელზე რაც ნიშნავს, რომ სწორედ სამხედრო წარმოება და სწორედ ამ მიმართულებით ინვესტირება ზრდის რუსეთის ეკონომიკას.