მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ Gazprom-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

გაზპრომის ქარხანა

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ორ მსხვილ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, ორივე ობიექტზე გაჩნდა ხანძარი. წარმოება კი გაურკვეველი ვადით შეწყდა. როგორც ირკვევა, იერიში ბაშკირეთის რესპუბლიკასა და კრასნოდარის მხარეში განხორციელდა.

ბაშკირეთის რესპუბლიკაში, საჰაერო დარტყმის სამიზნე ქალაქ სალავატში მდებარე Gazprom-ის კუთვნილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იყო. მართალია, ადგილზე გაჩენილი ხანძრის კერები მაშველებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა ენერგეტიკულ კომპანიაში უჭირთ იმის თქმა, როდის შეძლებენ საქმიანობის აღდგენას. რესპუბლიკის ხელმძღვანელის განცხადებით, საწარმოს ძირითადი ობიექტები დარტყმებს გადაურჩა, თუმცა ცეცხლი საკაბელო ხიდებსა და დამხმარე ნაგებობებს გაუჩნდა.

პარალელურად, დრონების დარტყმის სამიზნე კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაც გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოში გაჩენილი ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, ქალაქი სალავატი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1,300 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები