გამთენიისას, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაარღვიეს და რიაზანში ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამმუშავებელ ობიექტს დაარტყეს. დრონებით შეტევა ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საცავზეც განხორციელდა.
წარმატებული შეტევების შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის შტაბმა დაადასტურა. მათი ცნობით, ოპერაციას მეთაური რობერტ “მაგიარ” ბროდვი ხელმძღვანელობდა. თავად ოპერაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იერიშები ომისთვის განკუთვნილ ნავთობის მარაგებს საგრძნობლად შეამცირებს.
არსებული ინფორმაციით, განხორციელებულმა დარტყმებმა რიაზანის ნავთობგადამმუშავებელი ობიექტი სანახევროდ მწყობრიდან გამოიყვანა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ქარხანაში ყოველწლიურად 13 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება ხდება. აქვე უნდა ითქვას, რომ რიაზანის ნავთობგადამმუშავებელი ობიექტი აგვისტოშიც დაიბომბა. ამ და სხვა დარტყმებით კი გასულ თვეში უკრაინამ ჯამურად რუსეთის ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების 17% მწყობრიდან გამოიყვანა.




























