"უკრაინას მხარს ყველა ფრონტზე, ყველა განზომილებაში დავუჭერთ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა EU-ს გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ბორელის განცხადებით, უკრაინა ერთდროულად ორ - ომისა და რეფორმების - ფრონტზე იბრძვის.
"უკრაინა აგრძელებს ძირითადი რეფორმების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად, ომსა და აგრესიას ებრძვის. ერთ ბრძოლას ომის ველზე იხდის, მეორეს კი - ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების გატარების ველზე. უკრაინას მხარს ორივე ფრონტზე, ყველა განზომილებაში დავუჭერთ, როგორც ეს ჩვენ მიერ ივნისში ხელმოწერილ უსაფრთხოების ვალდებულებითაა უზრუნველყოფილი.
უსაფრთხოების ვალდებულებას ვამბობ, რადგან ევროკავშირის წევრობა უსაფრთხოების უმთავრესი გარანტიაა, რისი შეთავაზებაც უკრაინისთვის შეგვიძლია", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში უკვე გამოქვეყნდა. ანგარიში დეტალურად აფასებს თითოეულ კანდიდატ ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესს და, ამასთან, თითოეული ქვეყნისათვის ევროკავშირში გაწევრიანების გზამკვლევსაც წარმოადგენს.