უკრაინა ქართველი და სომეხი მეღვინეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. საუბარია კომპანიების მფლობელებზე, რომლებიც ღვინოს რუსეთში ყიდიან. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Економічна правда ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელი მეღვინეების კორპორაცია Укрвинпром-მა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ზოგიერთი ქართველი და სომეხი მეღვინის დასანქცირებაზე. მათი განცხადებით, ისინი პროდუქციას როგორც უკრაინულ, ისე რუსულ ბაზარზე ათავსებენ. Економічна правда-ს ინფორმაციით, საუბარია 17 საწარმოზე, მათ შორისაა, Sarajishvili და "ასკანელი ძმები".
დასანქცირების შემთხვევაში, კომპანიებს სავაჭრო ოპერაციები 10 წლით აეკრძალება, მათი ლიცენზიები ანულირდება, აქტივები კი დაიბლოკება.
"გათვალისწინებული ზომები იქნება საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინულ საცალო ქსელებში არ შეიტანონ პროდუქცია სანქციების სიაში მყოფი საწარმოებიდან და გაყიდონ. თუ სანქციების საკითხების ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს, საბაჟო ამ პროდუქციას ქვეყანაში არ დაუშვებს", - განაცხადა გამოცემასთან Укрвинпром-ის გენერალურმა დირექტორმა, ვოლოდიმირ კუჩარენკომ.
კორპორაციის მიმართვაში საუბარია, რომ ქართული საწარმოების აქციონერთა ნაწილი რუსეთის ხელისუფლებისადმი მეგობრული პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრია. ისინი გულისხმობენ ზურაბ ჩხაიძეს (კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფი), ვახტანგ კარიჭაშვილს (Bolero & Co), ზაალ დუგლაძეს, ზაზა კიკაბიძეს (Georgian Wine Ltd), ნანა მენაბდიშვილი (წინანდლის ძველი მარანი).
bm.ge ქართულ კომპანიებს დაუკავშირდება და მათ პოზიციებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.