მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკრაინას Starlink-ის ალტერნატივა აქვს" - თავდაცვის მინისტრი

starlink

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტ სისტემის აქვს. ამის შესახებ მან ფორუმზე " „უკრაინა 2025 წელი“ ისაუბრა.

„რაც შეეხება "სტარლინკს", უკვე ვმუშაობთ ამაზე, არის ალტერნატივები.

ჩვენ ამას არ ვამხელთ, მაგრამ მალე ციფრული განვითარების სამინისტროსთან, სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროსთან და ჩვენს სხვა კოლეგებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროდან და შეიარაღებული ძალებიდან გამოვაცხადებთ, როგორ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. მაგრამ გამოსავალი უკვე არსებობს“, - აღნიშნა უმეროვმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ილონ მასკმა უკრაინას საჩუქრად Starlink-ის დაახლოებით 20 000 თანამგზავრი გადასცა. უკრაინა Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ომის დაწყებიდან იყენებს თუმცა, ახლა საუბარია იმის შესახებ, რომ თუ უკრაინა აშშ-ს მოთხოვნებს არ შეასრულებს, ის ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ სისტემიდან მოიხსნება. აღნიშნულ მუქარას მასკი უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები