მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკრაინას ყოველთვის შეუძლია უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს" - ორბანი ამბობს, რომ რუსეთთან უშუალო საზღვარი არ სურს

უკრაინა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა დაინტერესებულია უკრაინის შენარჩუნებით, რადგან უნგრელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და უნგრეთს შორის „ყოველთვის იყოს რაღაც“.

ორბანმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ პერიოდი, როდესაც უნგრეთი საბჭოთა კავშირის უშუალო მეზობელი იყო, მისთვის ხელსაყრელი არ ყოფილა.

„ამიტომ ჩვენ დაინტერესებული ვართ არა უკრაინის დასუსტებით, არამედ მის გაძლიერებით. რუსეთსა და უნგრეთს შორის ყოველთვის უნდა იყოს რაღაც, ამას შეიძლება უკრაინაც დავარქვათ. ჩვენ მსოფლიოს უკრაინელების პოზიციიდან კი არა, უნგრელების თვალით ვუყურებთ და უნგრელების უსაფრთხოება უფრო წარმატებით იქნება გარანტირებული, თუ რუსეთის უშუალო მეზობლები არ ვიქნებით“, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ „უკრაინას ყოველთვის შეუძლია უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“. თუმცა, ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა.

„საკითხი მხოლოდ ისაა, როგორ წარმოგვიდგენია უკრაინის ადგილი ამ ევროპაში? ჩვენ არ გვსურს მათი ევროკავშირში შეშვება. ისინი უკვე ისე იქცევიან, თითქოს უკვე წევრები იყვნენ. მოითხოვენ, იმუქრებიან და შანტაჟს მიმართავენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არიან კავშირის წევრები“, – აღნიშნა მან.

ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს მსგავსი ქვეყნის და ხალხის ხილვა კავშირში, თუმცა მომხრეა ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრატეგიული შეთანხმების გაფორმების, რომელიც უკრაინის მომავალს ისე გადაწყვეტს, როგორც ეს „ევროპისთვის და ჩვენთვის, უნგრელებისთვის არის მოგებიანი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები