უკრაინასა და სირიას შორის დიპლომატიური კავშირები ფორმალურად აღდგა. ეს გადაწყვეტილება მხარეებმა მას შემდეგ გაასაჯაროვეს, რაც უკრაინისა და სირიის პრეზიდენტები ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სხდომაზე შეხვდნენ.
ცნობისთვის, ორი ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირები 2022 წელს, მას შემდეგ გაწყდა, რაც სირიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთპიროვნულმა მმართველმა, ბაშარ ალ ასადმა 2022 წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ცნო.
შეხვედრის შესახებ ვრცელი კომენტარი არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა მხოლოდ ის, რომ მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტებს არაფერი უთქვამთ ეკონომიკურ სფეროში დაახლოებაზე.




























