უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ჯული დევისი თანამდებობას მიმდინარე წლის ივნისში დატოვებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა, დაადასტურა, რომ დევისი თანამდებობიდან მიდის, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ დიპლომატის მიერ კარიერის დასრულებისა და პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება გახდა.
ცნობისთვის, ჯული დევისი უკრაინაში ამერიკული მისიას 2025 წლის 5 მაისიდან უძღვებოდა. მან პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი შეცვალა.
აშშ-ის საგარეო უწყებამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ დევისის გადადგომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ განაპირობა. ტომი პიგოტმა აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მისი განმარტებით, ელჩი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებს მხარს ყოველთვის უჭერდა.
აღსანიშნავია, რომ წინა ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა, პოსტი 2025 წლის აპრილში დატოვა და მაშინ საკუთარი გადაწყვეტილება თეთრი სახლის პოლიტიკასთან შეუსაბამობით ახსნა. ცნობისთვის, ის თანამდებობაზე ტრამპის წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა დანიშნა.




























