ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკრაინაში ჩინეთიდან იმპორტირებული მანქანების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ამის შესახებ "უკრავტოპრომი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ჩინეთიდან ივლისში 1,4 ათასი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-იანი ზრდაა. შეტყობინების მიხედვით, შეძენილია 1121 ერთეული ახალი (+82%) და მეორადი - 261 ერთეული (-15%).
პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ჩინური წარმოშობის ახალმა მსუბუქმა ავტომობილებმა ივლისში ბაზრის 17,5% დაფარეს. მეორადი მანქანების წილი, რომელიც პირველად დარეგისტრირდა უკრაინაში, 1.3% იყო. ჩინეთიდან სამგზავრო მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა, 82% ელექტრომობილები იყო.
ინფორმაციისთვის, ივლისში უკრაინის ავტოპარკს 4787 ბატარეაზე მომუშავე მანქანა (BEV) დაემატა , რაც 38%-ით მეტია, გასულ წელთან შედარებით.