მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის ₾1 მლნ გამოიყოფა - განკარგულებას ხელს პრემიერი აწერს

621a177d36e0a
BM.GE
26.02.22 16:01
1412
საქართველო ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის facebook-გვერდზე გავრცელდა.

განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის“, - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები