მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უკრაინაში ინვესტიციების დიდი ბუმის მოლოდინია, საქართველომ უნდა აჯობოს”-თემურ ჭყონია

645918d412b27
ანუკა ჯოხაძე
09.05.23 00:05
1131
ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს საინვესტიციო გარემოზე საუბრისას ძირითადად გამოწვევად სასამართლო სისტემას ასახელებს. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება ფერხდება.

ჭყონიას თქმით, საქართველოს ბევრი მუშაობა მოუწევს, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ინვესტიციების ბუმი დაიწყება. მისი თქმით, საქართველომ ამ მიმართულებით პოზიციები არ უნდა დაკარგოს.

“უკრაინა იქნება ადგილი, სადაც თავს მოიყრის მსოფლიოში ყველაზე სერიოზული ინვესტორები. ყველა ამას ელოდება. უკრაინაში ინვესტიციების დიდი ბუმის მოლოდინია.

რუსეთიდან წასული კომპანიები იქ აღარ დაბრუნდებიან, ამიტომ უკრაინა გახდება ალბათ ევროპის ყველაზე წამყვანი და საინტერესო ქვეყანა.

აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ სიტუაციაზე, რომ ჩვენმა საინვესტიციო გარემომ აჯობოს უკრაინისას.”-ამბობს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები