უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მზადყოფნა გამოთქვა გერმანიას ელექტროენერგია მიაწოდოს. შმიგალი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით 3 სექტემბერს ეწვია და ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა.
ელექტროენერგიის ექსპორტით უკრაინა ევროპის ყველაზე მსხვილი ეკონომიკისთვის დახმარებას შეძლებს, რათა მისი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შემცირდეს.
“ამჟამად უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს მოლდოვაში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში ახორციელებს. მზად ვართ ექსპორტი გერმანიაშიც განვახორციელოთ. ბირთვული სადგურების დამსახურებით უკრაინაში საკმარისი ელექტროენერგია გვაქვს”, - უთხრა შმიგალმა გერმანულ მედიას.
ომის გამო უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგან შიდა მოხმარება შემცირებულია, იმიტომ რომ ქვეყანა ბევრმა ადამიანმა დატოვა, ხოლო ეკონომიკური აქტივობა შემცირდა.