მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში სამხედრო დრონებს უკვე 200-მდე კომპანია აწარმოებს

დრონი

რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში უკრაინაში სამხედრო იარაღის წარმოება დრამატულად გაიზარდა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია აწარმოებს სამხედრო დანიშნულების დრონებს და უპილოტო საფრენ აპარატებს.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინდუსტრიისთვის განვითარების შემდეგი ეტაპი ახალი თაობის დრონების წარმოება იქნება, რომელთაც ელექტრომაგნიტური იმპულსის წინააღმდეგ თავის დაცვის შესაძლებლობა ექნებათ.

ზოგადად, უპილოტო საფრენი აპარატებით ბრძოლა გაცილებით უფრო ეფექტიანი და იაფია, ვიდრე თვითმფრინავების გამოყენება, რადგან დრონის ღირებულება ასეულ დოლარს შეადგენს, ავიაგამანადგურებლის კი - რამდენიმე მილიონს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დრონის გამოყენება არ არის დაკავშირებული პოტენციურ ადამიანურ დანაკარგთან, განსხვავებით თვითმფრინავისგან, რომელსაც პილოტი სჭირდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები