უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ეხმაურება. როგორც ის ტვიტერზე წერს, უკრაინაში საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
“უკრაინაში საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა გაჩერდეს. სხვა შემთხვევაში ეს მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა”,-წერს ილია მეორე.
დღეს, 24 თებერვლს, რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო.