მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში თურქული Baykar Bayraktar-ის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

Bayraktar

თურქულმა Baykar Bayraktar-მა უკრაინაში, კიევთან ახლოს გამანადგურებელი უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

ქარხანაში 500-მდე უკრაინელი თანამშრომელი დასაქმდება და იქ Bayraktar TB2-ისა და TB3-ის ტიპის დრონები აეწყობა, რომელთაც ყველაზე ხშირად სწორედ უკრაინაში იყენებენ. როგორც ცნობილია, ქარხნის მშენებლობა მომავალ 12 თვეში დასრულდება და ის დაუყოვნებლივ დაიწყებს ოპერირებას.

TB3 არის ახალი თაობის საბრძოლო დრონი, რომელსაც დასაკეცი ფრთები და TB2-თან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი ტვირთამწეობა აქვს. კერძოდ, დრონს 280 კილოგრამის იარაღის გადატანა შეუძლია და თავად საფრენი აპარატი 1.5 ტონას იწონის.

ახალი თაობის დრონის სატესტო ფრენა 2022 წელს წარმატებით შედგა და ის ამჟამად გამოცდის ფინალურ ფაზაში შედის. საბრძოლო გამოყენებისათვის TB3, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს იქნება მზად და ის როგორც თურქეთის ეროვნული თავდაცვის, ასევე საექსპორტო ბაზარზე გატანისათვის იქნება მზად, მათ შორის, უკრაინაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Baykar-ი მხოლოდ TB3-ით არ შემოიფარგლება და ის უპილოტო ავიაგამანადგურებლის, Kizilelma-ს შექმნაზეც მუშაობს, რომელსაც პრეტენზია F-35-ის კონკურენტობაზე ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები