მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი ათლეტები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუს და ბელორუს სპორტსმენებს არ მიესალმებიან

უკრაინელები რუსებს და ბელორუსებს არ მიესალმებიან

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნებით 15 რუსი და 16 ბელორუსი სპორტსმენი ნეიტრალური სტატუსით დაიშვებიან. აღნიშნული ქვეყნების სპორტსმენების ასეთი სიმცირე 2022 წლის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამ გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება.

თავის მხრივ უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც ღონისძიებაზე 26 დისციპლინაში 126 სპორტსმენით იასპარეზებს, საერთაშორისო ფედერაციებს შეუთანხმდა, რომ თავიანთი სპორტსმენები რუს და ბელორუს სპორტსმენებს არ მიესალმებიან.

უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვადიმ გუტცაიტის ცნობით, იმ დაუწერელ წესს, რომელიც ითვალისწინებს სპორტსმენებს შორის მისალმებასა და ხელის ჩამორთმევას, უკრაინელი ათლეტები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ არ გამოიყენებენ. ის იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან არ ექნება ადგილი პროვოკაციებს და სხვადასხვა შეუსაბამო ქცევებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის განცხადებით, მწვრთნელების, ნაკრების წევრებისა და ოფიციალური პირების საერთო შეთანხმებით მათი მოჭიდავეები ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მათ მოჭიდავეებს 16 ოლიმპიური ლიცენზია ჰქონდათ მოპოვებული, საიდანაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ 10 დაუშვა. ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ოლიმპიური კომიტეტი უსამართლოდ იქცევა და მათი არ ყოფნით ტურნირი მხოლოდ გაუფასურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები