უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას და თურქ ხალხს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
როგორც ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, შავ ზღვაში რუსეთის საბრძოლო გემების მიმოსვლის აკრძალვა და სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა დღეს უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„უკრაინელი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უცხოურ მედიასაშუალებებში უკრაინის პრეზიდენტის ტვიტის სხვადასხვა ინტერპრეტაცია ვრცელდება. ნაწილი წერს, რომ თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორის სრუტე დაკეტა, ნაწილი კი წერს, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობას ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია.