მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი თურქეთში ჩავა

64a6d7e7e5c49
მარიამ ვარადაშვილი
06.07.23 19:05
524
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმიერ ზელენსკი თურქეთში ჩავა. ზელენსკი პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე შეხვედება, შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება და როგორც ცნობილია, რუსეთი მის გაგრძელებას არ აპირებს.

ზელენსკი თურქეთში ხვალ ჩავა და ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება თურქეთში.

მიმდინარე კვირაში გაეროში რუსეთის ელჩმა გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ შავი ზღვის შეთანხმებაზე სტატუს-კვო შენარჩუნდეს.

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება, 18 ივლისს ეწურება ვადა.

“რუსეთი მუდმივად აგრძელებდა ამ შეთანხმებას ცვლილებების იმედით, თუმცა ახლანდელი ვითარება იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ სტატუს-კვო შევინარჩუნოთ”, - უთხრა მან რუსულ ადგილობრივ მედიას.

ამის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ელჩი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას ასახელებს, მათ შორისაა რუსეთის სახელმწიფო ბანკის [Россельхозбанк] SWIFT-ის სისტემაში აღდგენა.

უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები