მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვოლოდიმირ ზელენსკი BlackRock-ის ხელმძღვანელებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

6458c46d991fd
გიორგი არონია
08.05.23 13:55
1413

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიის, ამერიკული BlackRock-ის ხელმძღვანელებს კიევში შეხვდა, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც BlackRock-ის ვიცე-თავმჯდომარე, ფილიპ ჰილდებრანდიც ესწრებოდა, მხარეებმა ის აქტივობა მიმოიხილეს, რომელსაც საინვესტიციო ფონდი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება BlackRock-ს თანამშრომლობას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და IT-ინდუსტრიის მიმართულებით სთავაზობს. “საერთაშორისო პარტნიორები გვჭირდება, რომლებსაც შეუძლიათ, მოცულობითი ინვესტიციებით მოგვამარაგონ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ამ პროცესის გამჭვირვალობაზეც, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია კაპიტალის მოსაზიდად.

გასულ თვეს, მედიაში გავრცელდა BlackRock-ის განცხადება, რომლის თანახმად, კომპანია უკრაინის ხელისუფლებას ისეთი საინვესტიციო ჩარჩოს შექმნაში უწევს კონსულტაციას, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ქვეყანას უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად საჯარო და კერძო ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებასა და BlackRock-ს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დაიწყო - მოგვიანებით, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმეს. 2023 წლის თებერვალში, BlackRock-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლარი ფინკმა „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში განაცხადა, რომ კომპანია უკრაინაში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის განკუთვნილ ფონდს შექმნიდა. 

ცნობისთვის გეტყვით, რომ BlackRock-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $96.6 მილიარდს აჭარბებს. ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანია $8.6 ტრილიონის აქტივებს მართავდა. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები