უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის საგანგებო დესპანებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, მხარეებმა დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენებით ომის დასრულებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოთქვეს იმედი, რომ მომავალ კვირებში მოლაპარაკებები განახლდება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ლიდერმა ამერიკელ დიპლომატებთან საუბარი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ყოფნისას გამართვა. როგორც ირკვევა, სახელმწიფოს მეთაური ტრამპის წარმომადგენლებს ლონდონიდან კიევში დაბრუნებამდე შეხვდა. საყურადღებოა, რომ მოლაპარაკების სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები, ვაშინგტონის მიერ ირანის კონფლიქტზე ფოკუსირების გამო დროებით შეჩერებულია.




























