მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელმა მილიარდერმა საფრანგეთში $220 მილიონად შეფასებული სახლი შეიძენა

5e2feb7642543
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.20 00:30
2623
უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ვილის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 14-საძინებლიანი ვილა ისტორიული შენობაა. ვილა ერთ დროს მეფე ლეოპოლდ II-ს ეკუთვნოდა. მილიარდერმა უძრავ ქონებაში 220 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

ახმეტოვი Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 6,1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და მის საკუთრებაშია System Capital Management JSC, უკრაინის უმსხვილესი სამრეწველო კონგლომერატი. ახმეტოვი ასევე ფლობს დონეცკის საფეხბურთო კლუბს "შახტარს".

როგორც ჩანს მილიარდერი დაინტერსებულია უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებით, რადგან ის უკვე ფლობს ძვირად ღირებულ სახლს ლონდონში One Hyde Park-თან Harods-ის მოპირდაპირე მხარეს. ინფორმაცია ვილა Les Cedres-ის შეძენასთან დაკავშირებით კი  Financial Times-მა გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები