მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელო მეგობრებო, ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი თავის მილოცვაში უკრაინას ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას უსურვებს.

"ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მილოცვაში.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის მოპოვების 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები