“საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანამ უკრაინიდან რეექსპორტირებული ავტომობილებით ჯამში 88 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, წელს უკრაინის ბაზარი დაკარგულად ითვლება, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის გამო ახლა ბაზრების ხელახლა გადალაგების პროცესი მიმდინარეობს. თუ ადრე ავტმობილების რეექსპორტში მეორე ადგილს უკრაინის ბაზარი იკავებდა, ახლა მას შუა აზიის ქვეყნები ანაცვლებს.