მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინიდან ჩამოსულ ყველა ლტოლვილს, დევნილს მაქსიმუმს ვუკეთებთ - პრემიერი

627e2924f1b49
მარიამ ვარადაშვილი
13.05.22 13:51
789
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან გამომდინარე, მაქსიმუმი გააკეთა. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ აპირებს უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრას, რომლებსაც მთავრობამ დაფინანსება შეუწყვიტა. 

“საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც უკრაინის მოსახლეობისთვის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. უკრაინიდან ჩამოსულ ყველა ლტოლვილს, დევნილს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და აქ ცხოვრობს, რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვუკეთებთ. ჯანდაცვით დაწყებული, ასევე განათლება… გახსენებთ, რომ თავად მოვინახულე უკრაინელი ბავშვებითვის თბილისში შექმნილი სექტორი, რომლის გახსნა ახლა ბათუმში იგეგმება. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც პატარა ქვეყანას შეუძლია, ჩვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით. ეს არის მაქსიმუმი. მთელი ხალხი დაირაზმა მთავრობის ხელშეწყობით და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში. ხალხო, ეს დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ უახლოეს დღეებში საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები